რაც ეკლესიაში ხდება, უნდა იხილებოდეს წმინდა სინოდში და არა რუსთავი 2-ში - გედევან ფოფხაძე

ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2017 - 13:35

არანაირი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარება არაა იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეკლესიის სახელისა და სიწმინდის გაფრთხილება ჰქვია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძე ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე საჯარო განცხადებების გაკეთებას ეხმაურება და საზოგადოებას წლების მანძილზე, ეკლესიის დისკრედიტაციის მაგალითებს ახსენებს. ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ის, რაც წმინდა სინოდის გადასაწყვეტია, საჯარო დისკუსიის საგნად არ უნდა იქცეოდეს.

„ყველას აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ დააფიქსიროს თავის პოზიცია, მაგრამ ის, რაც ეკლესიაში ხდება, ჩემი აზრით, უნდა იხილებოდეს წმინდა სინოდში და არა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში. გავიხსენოთ ყველამ კარგად, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. ხდებოდა ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელის და იმიჯის შელახვა. ის, რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის მტრებთან განსახილველი. უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ყველაზე ღირებული გაგვაჩნია, ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი ზუსტად რომ, მართლმადიდებლობაა, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი ეპისკოპოსის საჯარო განცხადებები, თუმცა ეს მათი უფლებაა. ჩემი პოზიცია კი ის არის, რომ ეს სინოდის შიგნით სალაპარაკო საკითხებია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46