ირანელი ტუროპერატორები აჭარას ეცნობიან

ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2017 - 13:00

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ირანელი ტუროპერატორების ინფოტურს მასპინძლობს. 11 მხვილი ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი რეგიონს სამი დღით სტუმრობს. დღეს, ისინი სასტუმრო ინტურისტში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პირისპირ (ე.წ. B2B) შეხვედრების დაწყებამდე ირანელმა სტუმრებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებ მომზადებული პრეზენტაციაც მოისმინეს. დღესვე, ინფოტურის მონაწილეები ბათუმში არსებულ სასტუმრო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან. ისინი ასევე მოინახულებენ რეგიონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და მაღალმთიან აჭარას.

ირანელი ტუროპერატორები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია Turkish Airlines ორგანიზებით სტუმრობენ. მიმდინარე წელს, ირანი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც ტურისტული პროდუქტების რეკლამირება გაზაფხულიდან იგეგმება.

გასულ წელს, რეგიონის მიმართ დიდი იყო ირანელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობაც. 2016 წელს, აჭარას 24 695 ირანელი ტურისტი სტუმრობდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45