საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად 100,000 აშშ დოლარი გამოყო

ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2017 - 11:40

საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო. ბანკმა  „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკის ფონდის, „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარადჭერისთვის 100,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს.

თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის, მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, ბანკისთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა  ერთერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე, გარემოს დაცვით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

ბანკი „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) რამდენიმე წელია თანამშრომლობს და 2017 წელს გამოყოფილი დაფინანსების ჩათვლით, ჯამში 500,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დაცული ტერიტორიების მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44