შსს-ს სასაზღვრო პოლიციას 28 მესაზღვრე შეემატა

ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2017 - 11:34

 შსს-ს აკადამიაში სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი დაესწრნენ.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადსამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ-სამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ მომზადებასა და სპეციალური სასაზღვრო პოლიციური პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. სწავლების ხანგრძლივობა ხუთი თვეა. პროგრამა ოთხთვიან თეორიულ და ერთთვიან პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.

პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება სახელმწიფო საზღვარზე ხდება, სადაც მსმენელები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებში, სხვადასხვა განწესის შემადგენლობაში. სწავლების განმავლობაში, მსმენელები სწავლობენ ისეთ საგნებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებსა და წინსვლაში დაეხმარება.

პროგრამის მიზანია სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ახალი კადრების მომზადება, საბაზისო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის არის საჭირო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46