რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასისთვის სავარჯიშო მოედნები შერჩეულია

სამშაბათი, 14 თებერვალი, 2017 - 17:57

რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასისთვის სავარჯიშო მოედნები შერჩეულია, - აღნიშნულის შესახებ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ბაზები უკვე მოინახულეს მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ექპერტებმა.

"მათ დაადასტურეს, რომ არსებული მოედნები ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც აუცილებელია მსგავსი ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.“ - განაცხადა მინისტრმა.

14 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდული გაფორმდა 2017 წელს ახალგაზრდებს შორის საქართველოში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეტა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა კორნელი კოკაიამ,  „ოლიმპიკის" დირექტორმა კარლო მჭედლიძემ და „თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია"-ს ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ სულაქველიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ ნებას, ხელი შეუწყონ 2017 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით, საქართველოში გასამართ, რაგბში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას.  კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი", შპს „ოლიმპიკი" და შპს „თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია" უზრუნველყოფენ მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სათამაშო მოედნების კავშირისთვის იჯარით გადაცემას. ამ მოედნებს  ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწრთვნელ/საშეჯიბრო პროცესის დროს გამოიყენებენ.

თავის მხრივ, სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს ორგანიზაციების თანამშრომლობას რაგბის კავშირთან. ორგანიზაციების მიერ კავშირისთვის უძრავის ქონებების გადაცემასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები განისაზღვრება ამ ორგანიზაციებსა და კავშირს შორს ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5