ვფიქრობ, რომ საპარლამენტო წყობისთვის მზად ვართ - ნუკრი ქანთარია

სამშაბათი, 14 თებერვალი, 2017 - 16:16

საკონსტიტუციო კომისია მუშაობს ყველა საკითხზე და გადაწყვეტილებები შეთანხმების საფუძველზე იქნება მიღებული, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ქანთარია თვლის, რომ ქვეყანა, დღეის მდგომარეობით, მზად არის საპარლამენტო წყობაზე გადასასვლელად. 4 წლის მანძილზე, დაგვიგროვდა გამოცდილება, რომ საპარლამენტო წყობაზე გადავიდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. საკონსტიტუციო კომისია ყველა საკითხის დროს შეთანხმებით მოქმედებს და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად, შეთანხმების შემდეგ იქნება მიღებული“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქანთარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხსაც ეხმაურება. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ მაჟორიტარულ სისტემას გადახედვა სჭირდება, თუმცა მის გაუქმებას ნაჩქარევ გადაწყვეტილებად თვლის.

„არის სხვა ვარიანტებიც, სამხარეო და სამხარეო პროპორციული. რეგიონები არ უნდა დარჩეს დეპუტატების გარეშე, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა ამ თუ იმ უბნის თუ რეგიონის წინაშე. მაჟორიტარული სისტემა გადასახედია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ხელის მოსმით გადავუსვათ ხაზი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44