ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

სამშაბათი, 14 თებერვალი, 2017 - 15:24

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

„მე არ ვენდობი საქართველოს შსს-ს, არ ვენდობი იმ სამინიტროს, რომელიც აყალბებს ექსპერიტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ ჩემს დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან მამუკა ახვლედიანთან მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში ქრთამის შეთავაზება არ ყოფილა და ჩანაწერში, რომელიც  საათზე მეტხანს გრძელდება, სამ პირს შორისაა საუბარი.

 „თანხაზე მესამე პირს ვესაუბრები „რუსთავი 2“-ის ვალებზე“ - აცხადებს გვარამია.

გვარამია აცხადებს, რომ გამოძიებისთვის ამ მესამე პირის შესახებ ჩვენება მიცემული აქვს და არ გამორიცხავს, რომ  მისი დაკავება იყოს დაგეგმილი და „რუსთავი 2“-ის მიერ ბოლო დღეებში საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების გაშუქების გადაფარვა სურდეთ.

 ნიკა გვარამიას თქმით, მისი დაკავების შემთხვევაში, მის მოვალეობას მისი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი შეასრულებს.

 გვარამიამ ბრიფინგზე  კვირას, 14:30 საათზე თბილისში, პარლამენტთან აქცია დაანონსა, სადაც„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად სამართლიანობას მოითხოვენ.

 ნიკა გვარამია დღეს დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ნიკა გვარამიას დაკითხვაზე დაბარება მის თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანთან აუდიო ჩანაწერს უკავშირდება.

 დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გამოძიება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39