ტექნოპარკში პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე გაიმართა

სამშაბათი, 14 თებერვალი, 2017 - 12:29

ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე გაიმართა, სადაც ინოვაციების სააგენტოსა და „მართვის აკადემიის“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამის შესახებ და პასუხი გასცეს სტუმრების შეკითხვებს.

ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილები იყვნენ „ბიზნეს ინკუბატორის“ მეორე ნაკადის გუნდები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის ,,ბიზნეს ინკუბატორი“ ახალი, მესამე ნაკადის მიღება დაიწყო. „ბიზნეს ინკუბატორი“ არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში გაიარონ საკუთარი ბიზნესიდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.

ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის“ 6 თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. საწყის ეტაპზე გუნდები 2 კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგებს“ გაივლიან, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი ისინი პროტოტიპის შექმნაზე იმუშავებენ. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი და ფინანსური პროგნოზები ექნებათ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს. აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან - „საქპატენტთან“, „დელოიტთან“ და „მართვის აკადემიასთან“ ერთად ახორციელებს.

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნესიდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებს 30 000 ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს, დატრენინგდებიან ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პროექტის მართვა, მარკეტინგი, ბიზნესგეგმის ჩამოყალიბება და სხვა.

გუნდებს კონსულტაციებს გაუწევენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში; გუნდები უზრუნველყოფილები იქნებიან ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით და მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ამასთან, ყოველი გუნდი მიიღებს 5,000 -მდე ფულად გრანტს პროტოტიპირებისათვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39