ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზეა დაბარებული

სამშაბათი, 14 თებერვალი, 2017 - 13:08

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზეა დაბარებული. კრიმინალურ პოლიციაში ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად მისვლას 6 საათისთვის აპირებს.

ნიკა გვარამიას დაკითხვაზე დაბარება მის თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანთან აუდიო ჩანაწერს უკავშირდება.

დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გამოძიება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46