ისეთი დაპირისპირება დაიწყება, რომ პარტიები დაგავიწყდებათ და საპატრიარქოს ტელევიზია რეიტინგებით რუსთავი2-ს გაუსწრებს

ორშაბათი, 13 თებერვალი, 2017 - 23:28

დავით ნებიერიძე ეკონომიკის ექსპერტი

“ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მთელი ცხოვრება აუდიტისა და ფინანსური მენეჯმენტის სფეროში მაქვს გატარებული და ფაქტიურად დანაშაული და დარღვევა არ არსებობს რომელიც ამ სფეროში არ გამომემჟღავნებინა. შესაბამისად ამ დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე მცირედი მინიშნებებიც კი საკმარისია, რომ ძირითადი გარემოებები ნათელი იყოს პირადად ჩემთვის. არავითარი პატრიარქის მკვლელობის მცდელობა. არავითარი დეკანოზი მამალაძე. ყველა ხვდება, რომ ილიას დიდი დღე აღარ უწერია. საპატრიარქო კი ყველაზე დიდი და მდიდარი კორპორაციაა, რომლის ქონება და შემოსავლები ბევრჯერ აღემატება ბიძინა ივანიშვცილის ქონებას და შემოსავლებს. სამწუხაროდ როდესაც ეკლესია და ბიზნესი ერთიანდება იქ ყველაზე ბინძური და ჩრდილოვანი გარიგებები იდება. რომლებიც ცალსახად მაფიოზურ კანონებს ექვემდებარება.

ზუსტად ამ გარემოებებითაა გამოწვეული დღევანდელი მოვლენები საპატრიარქოსა და ხელისუფლების ირგვლივ. აქ მხოლოდ უზარმაზარი ქონების დაუფლებაზე და უკანონო უდიდესი შემოსავლების წყაროების გადანაწილებაზეა საუბარი.

ყურადღება განსაკუთრებით უნდა მიექცეს ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას ამ ბინძურ გადანაწილებაში. რომელიც გამოწვეულია ილიას მოსალოდნელი გარდაცვალების გამო. ღმერთმა კიდევ ასი წელი აცოცხლოს, მაგრამ არა მგონია ახალი პატრიარქის არჩევის თემა შორეული მომავლის საქმე იყოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ზოგი მოხელე სამუდამოდ შეიტყაპუნებს იმას რაც “ცუდად დევს”(ცუდად კი ძალიან ბევრი რამ დევს საპატრიარქოში) და რაზეც მოწმობს დეკანოზ მამალაძის წერილუ პატრიარქისადმი. საიდანაც ცალსახად ჩანს , რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს გადანაწილებული აქვთ საპატრიარქოს ქონების დიდი ნაწილი. ზოგის, განსაკუთრებით უმაღლესი სასუიერო იერარქების ინტერესი კი იმაშია, რომ საპატრიარქოს შიგნითვე დაეუფლოს შემოსავლისა და ქონების უდიდეს წყაროებს და ობიექტებს. იმიტომ, რომ მათი შეუზღუდავი ფლობა უდიდეს შანსებს მისცემს მათ ძალაუფლება შეინარჩუნონ საპატრიარქოს შიგნით. განსაკუთრებით კი ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ და მეტიც – თავად დანიშნონ ახალი პატრიარქი. ზუსტად ამ გავლენიან დაჯგუფებაშია მოსააზრებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ან გავლენის აგენტებიც. მათი მოტივი კი ისაა, რომ ხელიდან არ გაუშვან იმ ინსტიტუტის კონტროლის სადავეები, რომლის ნდობასა ზოგადოებაში და მისი გავლენა საზოგადოებაზე უკიდეგანოა ამჟამად.

გარდა ამისა, ამგვარი დომინირება უაღრესად შემოსავლიანი საქმეცაა სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის და მათი გავლენის აგენტებისთვის. არც ეგ დეკანოზი მამალაძე მიმაჩნია ფრთიან ანგელოზად, მაგრამ, ეგ არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ აშკარა გახდა ძალიან ბინძური თამაშები, ძალიან ბინძური აქტივებისა და შემოსავლის წყაროებს გარშემო. ფული ჯოჯოხეთს ანათებს და საპატრიარქოში რას იზამს ხომ წარმოგიდგენიათ. ისეთი ვითარებაა, რომ მგონი “ნათლიმამას” მეოთხე ნაწილს იღებენ საქართველოში და კორლეონეს “იმობილიარეს” ნაცვლად “ბიძინა კორპორეიშენის” ირგვლივ ვითარდება მოვლენები. ჟანრის მოთხოვნები მთლიანად დაცულია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ილიას გარდაცვალების შემდეგ ისეთი შიდა ომები ატყდება საპატრიარქოში, რომ ერთის ნაცვლად 7 საპატრიარქოს მივიღებთ. რომლებიც ერთმანეთის წყევლა კრუვლითა და ანათემაზე გადაცემით მთლიანად დაანგრევენ ეკლესიის ავტორიტეტს და ერთ დროს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი მთლიანად დაკარგავს თავის გავლენას. შედეგად ინტერესის სფერო მხოლოდ ქონებრივ სიბრტყეში გადაინაცვლებს და დაპირისპირება შემოსავლის წყაროების განაწილებაზე გადავა. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ხვალ 14 თებერვალი გათენდება.

ისეთი დაპირისპირება დაიწყება, რომ პოლიტიკური პარტიები დაგავიწყდებათ და საპატრიარქოს ტელევიზია რეიტინგებით რუსთაი2-ს გაუსწრებს. დაკავებულ დეკანოზს კი ან სიცოცხლეს გამოასალმებენ, ან ცხრა თვეს წინასწარ პატიმრობაში გაატარებინებენ და ბოლოს მკვლელობის მცდელობის ნაცვლად ეკონომიკური დანაშაულის გამო გაასამართლებენ. მაგალითად: კლინიკიდან არა მართლზომიერად მითვისებული თანხების გამო. ქოცლიდერები ისე ამაყობენ პატრიარქის სიცოცხლის ვითომ გადარჩენით, რომ მეამიტ და ბრიყვ ადამიანებს წმინდა გრაალის მცველებად მოეჩვენებათ. მიმიქარავს ტამპლიერები.

P.S. იქ სადაც ბიძინაა, საუბარი და ომი მხოლოდ ფულზე შეიძლება მიდიოდეს!

წყარო:

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5