ჰოლანდიელებმა მფრინავი მანქანების გაყიდვა დაიწყეს

ორშაბათი, 13 თებერვალი, 2017 - 17:08

ნიდერლანდურმა  კომპანიამ PAL-V-მ საკუთარი დიზაინის  ორი მოდელის საფრენი აპარატების გაყიდვა დაიწყო. ჰოლანდიელებმა საფრენ მანქანებზე მუშაობა 2009 წელს დაიწყეს, პირველი პროტოტიპი კი მზად 2012 წელს იყო.

კომპანია  PAL-V-მ 2017 წელს შეკვეთების მიღება Liberty Pioneer და Liberty Sport მოდელზე დაიწყო, რომლებიც სერიული წარმოებისთვის მზად არიან.

მფრინავი მანქანის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია  ყველა უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

PAL-V-ის დირექტორი ავტომანქანების ძირითად ბაზრებად ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, მექსიკას და ბერმუდის კუნძულებს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44