საკმაოდ კარგი ნიადაგი შეიქმნებოდა თავად სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად - ნიკოლოზ მჟავანაძე

ორშაბათი, 13 თებერვალი, 2017 - 16:40

“უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ პატრიარქის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში სააკაშვილის გუნდი ერიოს.

"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი დასაბუთებული ვარაუდისთვის განვაცხადო, რომ იმ ყველაფრის უკან, რაც პატრიარქის ირგვლივ ხდება შესაძლოა სააკაშვილის გუნდი ერიოს. მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2012 წელს, არჩევნების წინ ეგონა რომ პატრიარქი მის გვერდით დადგებოდა და არა ქართველი ხალხის მხარეს და როცა ეს ასე არ მოხდა დაიწყო საშინელი ზეწოლები საპატრიარქოზე, რაც პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღავანელმა ლაშა ჟვანიამაც დაადასტურა. ზეწოლა მოხდა ეპისკოპოს სერაფიმე ჯოჯუაზეც. რომელმაც გიგი უგულავა ამხილა პატრიარქზე განხორციელებულ ზეწოლის გამო. საპატრიარქო ტახტს, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, შენარჩუნების და ქვეყნის მომავლის განსაზღვრისას ეს ყველამ კარგად იცის.

სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის მხარდამჭერთა რიცხვი საპატრიარქოში ართუ ისე მცირია, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ ბრალდებულ მამალაძის ქმედების უკან სწორედ სააკაშვილის სისხლიანი ბანდის და საპატრიარქოს სხვა მრავალი იერარქიის წარმომადგენლის ხელიც ერიოს. ეხლა თუ ვინმე იტყვის სააკაშვილი ამას როგორ იზამდაო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს, კაცმა საქართველო ჩაახრჩო სისხლში და მისთვის არც პატრიარქის მოცილება წარმოადგენს დიდ პრობლემას. გეგმის განხორცილების და სააკაშვილისთვის სასურველი კანდიდატის საპატრიარქო ტახტზე ასვლის შემთხვევაში, საკმაოდ კარგი ნიადაგი შეიქმნებოდა თავად სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც ზოგიერთს სურდა. საპატრიარქოში გადატრიალება არ შედგა. შეუძლებელია მამალაძე დამოუკიდებლად და მარტო ყოფილიყო, მის უკან იდგენენ ხალხი, რომელთა გამოვლენა ეხლა გამოძიების ეფექტური მუშაობის შედეგად უნდა მოხდეს. ის რაც მოხდა სერაფიმე ჯოჯუას ირგვლივ და ახლა პატრიარქის გარშემო, ჩემის აზრით, ეს არის სააკაშვილის გუნდის და საპატრიარქოში არსებული სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერების მუშაობის შედეგი, ჯოხი არ შეიძლება მარტო მამალაძეზე გადადტყდეს", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46