მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული, რომელიც ქართველმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა თავიდან აიცილეს - ეკა ბესელია

ორშაბათი, 13 თებერვალი, 2017 - 14:10

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული, რომელიც ქართველმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა თავიდან აიცილეს.

"ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ამისთვის მადლობა ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც კოორდინირებულად იმუშავეს და რაც მთავარია, იქნა აცილებული უმძიმესი შედეგი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული და მეტი ინფორმაცია გვექნება, როგორც კი შესაძლებელი იქნება კანონით ამ ინფორმააცის მიღება. რაც მთავარია, პატრიარქის უსაფრთხოებაზე მძიმე ზომებია მიღებული. მზადდებოდა მძიმე დანაშაული, კონკრეტულად ვის მიმართ და რა ფორმით ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა. ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია, ამ საქმეს ადევს გრიფი. წინასწარი პატიმრობის თაობაზე ბრძანება გაცემულია უკვე. პატრიარქი როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოების მხრივ არის დაცული. ამ მხრივ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ პრევენციული ზომების ძალიან ეფექტურად გატარებაზე. ერთი ადამიანია პატიმრობაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46