თამარ ჩუგოშვილი ისრაელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

ორშაბათი, 13 თებერვალი, 2017 - 14:41

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  თამარ ჩუგოშვილი ისრაელს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა, რომლის დროსაც ის ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, 14-15 თებერვალს, დაგეგმილია, ასევე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის სხვა შეხვედრები ქნესეთში, მათ შორის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან, მმართველი პარტია „ლიკუდის“ საპარლამენტო კოალიციის ლიდერთან დავით ბითანთან, ქალთა სტატუსისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან დეპუტატ აიდა თუმა-სლიმანთან. თამარ ჩუგოშვილი, ასევე, შეხვდება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და იერუსალიმსა და სამხრეთ ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულებს.

გაცნობით შეხვედრებზე მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გააქტიურებისა და ინსტიტუციურად გამყარების გეგმებს და მიმოიხილავენ საიმიგრაციო თემატიკას.

„ისრაელის ხალხთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების პოლიტიკურ დონეზე კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პროაქტიული მხარდაჭერა იმ თემებს შორის იქნება, რომლებსაც ვიზიტის დროს განვიხილავთ. ჩვენი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულებით გავააქტიუროთ საპარლამენტო დიპლომატია და მას ინსტიტუციურად გამყარებული სახე მივცეთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა გამგზავრებამდე.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თბილისში 16 თებერვალს დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44