თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი დააჯილდოვა

ორშაბათი, 13 თებერვალი, 2017 - 13:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.

თურქ ვიცე-პოლკოვნიკს საქართველოში ყოფნის ექვსთვიანი ვადა ამოეწურა და მისი როტაცია განხორციელდა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ტოლგა კიპიმ შეცვალა, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიპს წარმატებები უსურვა და ყურადღება გაამახვილა თურქეთსა და საქართველოს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას SNGP-ის პაკეტის უცხოელი წარმომადგენლები, ასევე სამხედრო პოლიციის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი