საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს

, 12 თებერვალი, 2017 - 21:42

 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს.

ქვეყნის უსაფრთხოების პოლიოტიკის შექმნის პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლებლობის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2016 წლის ნოემბერში, ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

"პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებენ სტრატეგიული დისკუსიებისა და დიალოგის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. სტრატეგიამ პასუხი უნდა გასცეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და განსაზღვროს საყოველთაოდ აღიარებული საერთო ეროვნული პრიორიეტეტების - ეროვნული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, სტაბილურობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია - განხორციელების მექანიზმები.

ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში ახლებური მიდგომების აუცილებლობა გამოწვეულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე ცვლილებებითა და საფრთხებიის ხასიათის მრავალფეროვნებით. გლობალური გამოწვევების პირობებში, აუცილებელია შევისწავლოთ მიმდინარე პროცესები და განვაახლოთ მიდგომები, ადექვატური პასუხები გავცეთ არსებულ გამოწვევებს. საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აძლიერებს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს - ეროვნულ სიმტკიცეს და მედეგობას,

რაც საკვანძო საშუალებაა თანამედროვე, პირდაპირ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში. იმედი გვაქვს, რომ ღია, არაბიოროკრატიული პროცესი უსაფრთხოების სექტორის უწყებებთან, უსაფრთხოების თემთან, ეროვნულ და, განსაკუთრებით, რეგიონალური მედიასთან და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობით წარიმართება", - ნათქვამია  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4