ბრაკონიერმა სოფელ ლიხეთში შველი მოკლა

ორშაბათი, 13 თებერვალი, 2017 - 11:37

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ ლიხეთში, მოქალაქე ბუხუტი მეტრეველმა დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით მოკლა შველი. მის გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ სამი მოქალაქე - კარლო ლობჯანიძე, სოსო ფოჩხიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი გიორგი ტოროშელიძე.

ბრაკონიერი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა უარყოფს, რომ ხსენებული სამი მოქალაქე მასთან ერთად ნადირობდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამი არარეგისტრირებული და ერთი სხვის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა.

ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44