ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას - გიორგი მარგველაშვილი

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 18:13

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლადგახნსილ „სილიკონ ველი თბილისის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეწვია.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახლემწიფოს და ქვეყნის განვითარებას.

„უაღრესად სასიხარულოა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, მონაწილეობა იმ პროცესში, როდესაც იწყება ძალიან მნიშვნელოვანი, შენი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე. როდესაც ვხედავთ, რომ ფუძნდება ახალი საგანმანათლებლო კერა. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას, ემსახურებოდნენ ახალგაზრდა თაობების აღზრდას და ეს ადამიანები არიან ჩართულები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაში. 2017 წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და მინდა ხაზგასმით მადლობა ვუთხრა იმ ჯგუფს, რომელმაც ასეთი კარგი პირველი ნაბიჯი გადადგა 2017 წელს და ასეთი მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტს იწყებს წლევანდელი წლიდან. ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიების ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი სულიკო ქადაგიძე, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდისა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„მე ძალიან მახარებს, რომ თქვენ ჯგუფთან ერთად ამ პროცესში ჩართულია ბატონი სულიკო ქადაგიძე. ბატონი სულიკო არის ადამიანი, რომელმაც მართლა ძალიან ბერვი გააკეთა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისათვის. 80-იან წლებში თქვენ ხელმძღვანელობდით იმ ინსტიტუტს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოუდგენელი, საბჭოთა კავშირის სისტემაში, მომავალი ბიზნესის და ჩვენი მაშინდელი სისტემისთვის უცხო, მაგრამ მნიშვნელოვანი დისციპლინის სწვალებას ახორციელებდა. შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან თქვენ შექმენით ის ბრენდი, რომელიც არის მართლაც გამორჩეული სტანდარტისა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში, ეს არის „ESM“. დღეს უაღრესად მახარებს, რომ ამ ახალ წამოწყებაშიც თქვენ მონაწილეობთ. ეს მართლაც ძალიან დიდი იმედის მომცემია და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა მნიშვნელოვნად წაადგება ამ ახალ ინსტიტუტს. გისურვებთ წარმატებას ახალ ჯგუფს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ბატონი სულიკოს მიმართ და მინდა დღეს დავაჯილდოვო ღირსების ორდენით,“-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5