საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო აქციის მონაწილეების შენობაში შეჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 11:23

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების შენობაში შეჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

,,აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში. ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანაგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს.”- ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46