უმრავლესობის მიერ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით შემოთავაზებული მოდელი, მოქმედზე უკეთესია - ამირან სალუქვაძე

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 16:17

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული მოდელი მოქმედ მოდელზე უკეთესია. შესაბამისი შეფასება მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, სალუქვაძე მწვავედ აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ მოდელს და თვლის, რომ აღნიშნული მოდელის პრინციპები ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის ეფექტურად დაცულობას. სალუქვაძისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ყველა სტრუქტურისგან დამოუკიდებელი სააგენტოს დაკომპლექტება, ისე, რომ მომავალში ინფორმაციის გაჟონვისგან ვიყოთ დაცული.

„მოსმენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული მოდელი მოქმედ მოდელზე უკეთესია. ყველაზე უარესი ვარიანტი ეს არის ის, რაც შემოგვთავაზა მესამე სექტორმა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ მოხდება ყველა სტრუქტურისგან დამოუკიდებელი სააგენტოს დაკომპლექტება. ვინ დანიშნავს იქ პირველ პირებს და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ ჩვენთან ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ე.წ. კარუსელების ტენდენციას, როგორ იცვლება ხშირად პირველი პირების შეცვლასთან ერთად გუნდიც. ისინი ხშირად შეიცვლებიან და გაიზრდება ალბათობა ამ საიდუმლო ინფორმაციების გაჟონვისა, რადგან მათ ექნებათ ყველა ჩვენგანის პირად ინფორმაციასთან წვდომა. მოცემულ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაძნელდება იმის დადგენა, როდის არის მოპოვებული მასალები, გატანილია თუ ისევ ქვეყანაშია. როცა ამ სააგენტოში 3 და 4 თაობა შეიცვლება, ღმერთმა იცის, რა ინფორმაცია იქნება გატანილი“, -განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ამირან სალუქვაძის თქმით, შეიძლება კიდევ ერთი ვარიანტის განხილვა, რომელიც, მისი ვარაუდით, საქმიანობის ეფექტურად განხორციელების საფუძველს შექმნის.

„შეიძლება კიდევ ერთი ვარიანტის განხილვაც, თუმცა ამ ვარიანტის განხორციელებას წლები დასჭირდება. ეს ვარიანტი შემდგომში მდგომარეობს: შეიქმნას ცალკე საგამოძიებო ბიურო. ყველა სტრუქტურიდან, სადაც კი საგამოძიებო ფუნქციები არსებობს, გამოიყოს მათგან ეს ფუნქციები (ეს მათთვის მხოლოდ თავის ტკივილია) და შეიქმნას ერთიანი საგამოძიებო სტრუქტურა და მოსმენების მიმართულება როგორც არის დღეს სუს-ში ისე დარჩეს, ყოველგვარი სააგენტოს შექმნის გარეშე. საგამოძიებო ბიურო მოითხოვს სუს-ისგან ინფორმაციებს და მიიღებენ მასალებს შესაბამის საქმეზე“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41