პენიტენციური სისტემის ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე სპეციალურ სასწავლო პროგრამას გაივლიან

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 15:12

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში, საქართველოში პირველად, ფსიქიატიული ექთნებისთვის სასწავლო პროგრამა მუშავდება, რომლითაც პენიტენციური სისტემის ექთნები გადამზადდებიან.

გადამზადების პროგრამის პირველადი ვერსია, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავა, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სფეროს ექსპერტებმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიწვეულმა პრაქტიკოსმა ექიმებმა და ექთნებმა. ფსიქიატრიული ექთნები ფსიქიკური დაავადების მართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

შესაბამისად, გადაწყდა სპეციალური პროგრამის შემუშავება საქართველოს პენიტენციური სისტემის ექთნებისთვის, რათა მოხდეს მათი როლის გაზრდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების საჭიროებების გამოვლენის, მათი მოვლის, მკურნალობის და საჭიროებებზე მორგებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით. კურსის საშუალებით ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო მიიღებენ შესაბამის ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მართვასა და მოვლაში დაეხმარებათ. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ექთნების გარკვეული ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ტრენერთა ტრენინგს გაივლიან.

პროგრამის განხილვასთან დაკავშირებული შეხვედრა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ნაწილია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41