გუდაურში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 15:08

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა.

კურსის დასრულების ცერემონაილი გუდაურში გაიმართა. კურსდამთავრებულ სამხედროებს სწავლების დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და ლიტვის სამხედრო ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტაუტას რაკაუსკასმა მიულოცეს. დღესვე კურსდამთავრებულებმა სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.

სამთო კურსი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მსმენელები ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოები გაიარეს. ქართველ, ლატვიელ და სომეხ სამხედროებთან ერთად სამთო სროლებში მონაწილეობა ფრანგმა კადეტებმაც მიიღეს, რომლებიც ერთთვიანი გაცვლითი პროგრამით დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ. მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ- ჩვევების დახვეწაში დაეხმარნენ, რომელიც მათ გასულ წელს საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს.

კურსში 10 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის 2 ქართველი, 7 ლიტველი და 1 სომეხი. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილმა სამხედროებმა თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა შეისწავლეს.

კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლნენ გაუკვალავ თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის, გადარჩენისა და ევაკუციის ტექნიკას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55