არასამთავრობოების მოდელი, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სპეცსამსახურების მუშაობას - ამირან სალუქვაძე

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 15:28

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სპეცსამსახურების ოპერატიულ მუშაობას.

სალუქვაძის თქმით, რა ტონალობითაც დღეს მიდის საუბარი სპეცსამსახურებზე, ეს მართებული არ არის.

„რა ტონალობითაც დღეს მიდის საუბარი სპეცსამსახურებზე, ეს არ არის მართებული. ეს რიტორიკა არ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როგორი სახელმწიფოც გვსურს რომ ჩამოვაყალიბოთ. თუ დაკვეთა იქნება მსგავსი მასალების მოპოვების, უამრავი აპარატურა არსებობს და ვისაც სჭირდება, მოიპოვებს აპარატურას, შეიძენს და მათ შორის, სატელეფონო საუბარსაც მოუსმენს. არსებობს ასეთი აპარატურები და ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ის ვარიანტები, რაც არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის მხრიდან იყო შემოთავაზებული ე.წ. მოსმენების საკითხთან დაკავშირებით, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სპეცსამსახურებს, იმ თვალსაზრისით, რასაც ოპერატიული საქმიანობა და საჭირო ინფორმაციების დროული მოპოვება ჰქვია”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39