როცა მსოფლიოს სახელმწიფოები სპეცსამსახურების განმტკიცებას ცდილობენ, საქართველოში გარკვეული ძალები ამ სამსახურის შესუსტებისკენ მოგვიწოდებენ - ამირან სალუქვაძე

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 15:22

იმ ფონზე, როცა მსოფლიოს სახელმწიფოები, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცდილობენ სპეცსამსახურების გაძლიერებას, საქართველოში გარკვეული ძალები ამ სამსახურის შესუსტებისკენ მოგვიწოდებენ, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომელსაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან საქართველოში არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გვთავაზობენ. ბრიგადის გენერალმა ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა.

„დღევანდელ სიტუაციაში, მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ყველა მუშაობს იმისთვის, რომ პირიქით, განამტკიცოს ქვეყნის სპეცსამსახურები, ჩვენ კი რატომღაც გვინდა, რომ შევასუსტოთ. მე ყველაფერს კამერების წინ ვერ ვიტყვი, არსებობს უამრავი სიტუაცია, როცა სპეცსამსახურმა მყისიერად უნდა იმოქმედოს. აქ საუბარი საათებზეც კი არ არის, ეს არის ანაბანა, ნებისმიერი სახელმწიფოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეეკითხონ. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომელსაც გვთავაზობენ. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, ავიღოთ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც მოსმენებთან დაკავშირებით არ აქვთ ცალკე გამოყოფილი სტრუქტურა, დღეს ნატოში, ევროკავშირში არიან, მაგრამ მსგავსი რამ იქ არ არის, ყველგან არის სხვადასხვაგვარად – ზოგან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაშია, ზოგან შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაშია, სტრუქტურები და სახელმწიფოები ყველგან სხვადასხვაგვარია, მაგრამ აბსოლუტურად ყველგან, შედის იმ სტრუქტურებში, რომლებიც ასევე ახორციელებენ საგამოძიებო საქმიანობას“, -განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა დაკვეთაზე და უკანონო მოსმენებზე მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს.

„მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ პასუხისმგებლობა დაკვეთაზე და უკანონო მოსმენებზე, ეს არის აუცილებელი. რატომღაც ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ, მხოლოდ იმაზეა საუბარი, ვის უნდა მივცეთ ეს ე.წ. გასაღები“, -აღნიშნა სალუქვაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41