თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 14:57

თეთრმა სახლმა ორი ქვეყნის ლიდერის -  დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - იუწყება Washington Post. 

როგორც ამერიკის პრეზიდენტის პრესმდივანი შონ სპაისერი აცხადებს, ორი ქვეყნის ლიდერების განხილული მაღალი დონის ინფორმაცია უცნობი არხებით არ უნდა გაჟონილიყო.

მისივე განცხადებით, აშშ-ს  პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ  დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის  ნაწილი  საჯარო გახდა.

"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტის მიზანი მოლაპარაკებაა, განხილულმა ინფორმაციამ  არ უნდა გაჟონოს. ჩვენ ხომ მთელი ქვეყნის სახელით ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით ვართ დაკავებული", -  განაცხადა შონ სპაისერმა.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის  ვლადიმერ პუტინთან პირველი საუბრის შემდეგ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების  (START) შესახებ ხელშეკრულება გააკრიტიკა.

მანამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე დაიწყო გამოძიება, მოლაპარაკების დეტალებზე იყო დონალდ ტრამპის შეხვედრისა და მოლაპარაკებების დეტალები მექსიკისა და ავსტრალიის  ხელმძღვანელებთან.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43