ეს შენობა ამორტიზებულია და უნდა გაიყიდოს - ზურაბ ტყემალაძე

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 12:59

„რუსთავი-2“-თან დაკავშირებით, ყველაფერი მიმდინარეობს სამართლებრივ ჭრილში, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა პარტიის“ ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.

ტყემალაძე თვლის, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვის მოტივი არ უნდა იყოს თითიდან გამოწოვილი მიზეზები. ზურაბ ტყემალაძის აზრით, დღეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება.

„მრეწველთა“ ლიდერი “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თემასაც შეეხო, მას მიაჩნია, რომ შენობას ახალი იერსახე სჭირდება.

„თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას და ტრაფარეტს დღეს ამოეფარა „რუსთავი-2“ . ამ ტელეკომპანიის ირგვლივ რაც ხდება, ეს არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესები და რაც იქ გადაწყდება, მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. რაც შეეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ზოგიერთი თანამშრომლის განცხადებას, ვიქრობ, რომ ცოტა პროვოკაციული ფაქტია, ამ შენობას სჭირდება მიხედვა. ეს შენობა ამორტიზებულია და უნდა გაიყიდოს და ის გახდება უფრო მიმზიდველი ვიღაცისთვისაც და “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც” უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თუ ვინმე ინვესტორი კარგი იერსახის შენობას გააკეთებს და „საზოგადოებრივ მაუწყებელსაც“ ამით ხელი შეეწყობა, აქ ცუდი მგონი, არაფერია“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტყემალაძე თვლის, რომ ვასილ მაღლაფერიძის განცხადებები თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ადამიანის მიერ არასწორად იქნა აღქმული.

„ის ხომ ცალსახაა, რომ ვინც საქმეს ჯეროვნად ვერ ასრულებს, უნდა გამოინახოს ალტერნატიული გზა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებები იქნა არასწორად აღქმული. რისთვის არსებობს დირექცია, თუ არა გაატარებს რაიმე სახის საკადრო პოლიტიკას“, – განაცხადა ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41