ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ხდება, არის ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი - თამარ კორძაია

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 12:29

უკანონო მოსმენების შესაძლებლობა არ უნდა გაფართოვდეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

თამარ კორძაია დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება და თვლის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლე ერთვება მიყურადების საქმეში და ასევე, ნდობის ჯგუფის ერთი წევრი აკონტროლებს მოსმენების კანონიერებას.

„უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მიაწოდებს შესაბამის ორგანოებს ინფორმაციას, სისტემაა შექმნილი ისეთი, თითქოს დამოუკიდებელია, მაგრამ აკონტროლებს თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც ხდება, ეს არის ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი. მე ვთლი, რომ გაურკვეველია, ვინ არის აუდიტი ამ სამსახურში. არც ის მომწონს, რომ აუდიტის გაგზავნა დაშვებული იქნება ნებისმიერ პირთან. მათი კონტროლის სფეროში ექცევა ყველა ავტორიზებული პირი, რაც არის ყოვლად დაუშვებელი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41