რეფორმის დაწყება კანონის დარღვევით არ უნდა ხდებოდეს - თამარ კორძაია საზმაუზე

პარასკევი, 10 თებერვალი, 2017 - 11:43

“საჭიროა საზოგადოებამ განმარტებები მოისმინოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორისგან, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ რეფორმის დაწყება კანონის დარღვევით არ უნდა ხდებოდეს. მისი აზრით, გეგმა, რომელიც არხის ხელმძღვანელობას „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით აქვს, ბუნდოვანია.

„საქართველო მოწყვეტილი არ არის სამყაროს და რაც აქ ხდება, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, ამიტომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობამ უფრო მკაფიო განცხადებები უნდა გააკეთოს, არ უნდა შეიქმნას ქაოტური ვითარება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით უნდა ლაპარაკობდეს გენერალური დირექტორი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41