სირიაში რუსეთის საჰაერო თავდასხმებს სამი თურქი სამხედრო ემსხვერპლა, არიან დაჭრილები

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2017 - 22:12

თურქეთის გენერალური შტაბის არმიის ინფორმაციით, სირიაში რუსეთის თავდასხმებს  სამი თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

ამავე თავდასხმების დროს ასევე დაშავდა 11 ჯარისკაცი, -  იუწყება Associated Press.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის ლიდერს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და დაღუპული სამხედროების გამო მწუხარება გამოთქვა.

რუსულმა ბომბდამშენებმა საჰაერო დარტყმები ქალაქ ალ-ბაბის სიახლოვეს განახორციელეს, სადაც  გასული წლის ბოლოდან თურქეთის არმია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ  სახმელეთო ოპერაციას  ახორციელებს.

როგორც თურქეთის გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი,  ხუთშაბათს, დილით, რუსულმა თვითმფრინავებმა შემთხვევით დაბომბეს შენობა, რომელშიც ოპერაცია  "ევფრატის ფარის" მონაწილე თურქი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39