ნანა იოსელიანს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2017 - 18:58

ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც 9,11 და 13 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დააჯილდოვეს.

სასკოლო ჩემპიონატი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩემპიონი მოსწავლეები 21-30 აპრილს რუმინეთის ქალაქ იასში გასამართ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე გამოვლენ. რუმინეთში სამივე ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებული 6 მოსწავლე, 3 გოგონა და 3 ვაჟი გაემგზავრება.

მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ვეტერანი დიდოსტატი ნანა იოსელიანი, რომელსაც ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის წოდება გადასცა და 55 წლის იუბილე მიულოცა. 

ნანა იოსელიანს 1993 წელს   *საერთაშორისო ოსტატის* წოდება მიენიჭა,  ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის, ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1980 და 1982 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1992, 1994 და 1996 წლებში კი - საქართველოს ნაკრებში), თითოჯერ კი მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი, არის  საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87), გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (1978, 79).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41