თუ ვინმე შესამცირებელია, ის მენეჯერები არიან, რომლებიც წლების მანძილზე კრიზისში აგდებდნენ საზმაუს - ლაშა მესხი

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2017 - 14:22

ჟურნალისტი და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ლაშა მესხი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმიდინარე პროცესებს ეხმიანება.

როგორც ლაშა მესხი "ჯეონიუსთან" აცხადებს, საზმაუში რეალურად დაძაბული ვითარებაა და იქ მომუშავე ადამიანების  ბედი გაურკვეველი რჩება.

"ჩვენი პროფკავშირი, რომელიც გაერთიანებული პროფესიული კავშირის დიდი ოჯახის წევრია, არ შეეგუება უსამართლო ჩაგვრას. ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში და პასუხობდეს შრომის კოდექსს.

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და განვითარებისთვის, თუმცა დრაკონული მეთოდებით დასაქმებულებთან ურთიერთობა, ვფიქრობ, დანაშაულია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. დროა, მაუწყებელში ადამიანის დაფასება აღდგეს და არა პირიქით, თუ ვინმე შესამცირებელი და სტრესულ ვითარებაში ჩასაგდებია ეს ის მენეჯერები არიან, რომლებიც წლების მანძილზე კრიზისში აგდებდნენ დაწესებულებას", - აცხადებს ლაშა მესხი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45