მეტის ღირსი ვართ იმის გამო, რასაც ვითმენთ! - თემურ შაშიაშვილი

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2017 - 15:52

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი კომენტარს აკეთებს პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებს შეეხო.

"ტელევიზიას მეწარმის ტერმინოლოგიითაც არ უნდა ველაპარაკოთ....მით უფრო,ეს არ უნდა გააკეთოს პრემიერმა....რას ნიშნავს ტელევიზიასთან დაკავშირებით გამოთქმა :ვერ მოვითმენთ ასეთ პროდუქტს....ან,მთავრობა ათეულობით მილიონს ხარჯავს საზოგადოებრივ მაყწყებელზე...ტრაგედია იმაშია,რომ მთავრობა ხალხის ფულს საკუთრად მიიჩნევს და კი არ ხარჯავს,ანიავებს...ასე საუბარი შეცდომა კი არა დანაშაულია...

შეცდომა ის იყო, რომ ხალხმა და ქვეყანამ ,ჯერ "მოქკავშირი",მერე," ნაცმოძრაობა" ითმინა და ახლა,"ქართულ ოცნებას"ითმენს... ითმენს იმ მთავრობას,რომელმაც გასულ წელს, შოთა რუსთაველის 850 წლისთავისათვის ვერ მოიცალა ,რომელმაც ასე "აღნიშნა " გუშინ დავით აღმაშენებლის დღე...ითმენს ისეთ პრემიერს,რომელმაც 8 თებერვალს,მეფეთ- მეფის დღეს,მთავრობის სხდომის დაწყებისას გაკეთებულ განცხადებებში,ამ დღის აღვნიშვნას სიტყვაც ვერ მოუძებნა..ითმენს იმ პარლამენტს,რომელიც ქუთაისშია და 20 კილომეტრში მისვლა ვერ შეძლო გელათში და  მეფისთვის პატივის მიგება...ითმენს პრეზიდენტად მასონთა პლასტელინს,რომელმაც უპირველესი მეფე ვერ გაიხსენა მისი ხსენების დღეს...

მეტის ღირსი ვართ იმის გამო,რასაც ვითმენთ!რომ მოვითმინეთ ეროვნული სულის ძეგლების ადამიანთა მსხვერპლით ბარბაროსული ნგრევა...,რომ ვითმენთ დავით აღმაშენებლის მოედანზე ,ყველა კანონის დარღვევით ,მაკდონალდსის მშენებლობას..რომ ვითმენთ ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას განათლებისა და კულტურისადმი, სტუდენტური და ახალგაზრდული პრობლემებისადმი...რომ ვითმენთ ბანკების პარპაშს და ეროვნული ეკონომიკისა და მეწარმისს დაკაბალებას...ვითმენთ მმართველი ძალის თვითკმაყოფილებას და გაბოროტებულ,სახედაკარგულ ოპოზიციას ...ვითმენთ მმართველი პოლიტიკური ძალის ზღაპრებსა და დემაგოგიას საარჩევნო დაპირებების შესრულებასთან დაკავ შირებით...ვითმენთ დემოკრატიის თამაშსა პოლიტიკოსთა ყალბ ეროვნულ პათოსს, პოლიტიკურ კორუფციას....ვითმენთ ხელისუფალთა თავგასულობას, უფროსობას, მსახურების ნაცვლად!

ასე ცხოვრება,მართლაც,რომ არ შეიძლება! მოქმედების დროა,ვისაც ქართული ცნობიერება და ღირსება გაგვაჩნია."- აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46