თუ გავაუქმებთ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას, მივიღებთ დიქტატურას - სოსო შატბერაშვილი

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2017 - 12:05

თუ აიკრძალება კოალიციების შექმნა, მაშინ ოპოზიციას მოესპობა უფლება, ებრძოლოს ქვეყნისთვის მიუღებელ რეჟიმს, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შატბერაშვილი ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ბლოკების გაუქმება ხელს შეუშლის დემოკრატიული პროცესის განვითარებას. მისი აზრით, სააკაშვილის რეჟიმი სწორედ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაამარცხეს.

„თუ ჩვენ გავაუქმებთ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას, მივიღებთ დიქტატურას, რაც ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ჩვენთან არ არის დიქტატურა, მაგრამ არ უნდ გადავდგათ ნაბიჯები ამ კუთხით. თავის დროზე, სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად, საჭირო გახდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. ჩვენ არ ვიცით, ქვეყანაში როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ბლოკების გაუქმების შემთხვევაში კი, ეს ვერ მოხერხდება“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45