საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს იწყებს

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2017 - 12:36

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიან ვიზიტს იწყებს. ლევან იზორიასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს მოინახულებს, რომლებიც ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნებს გერმანიაში გადიან.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ ინფორმაციას გერმანელი და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან მოისმენენ. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერთან, ასევე დაბა ჰოჰენფელსში აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელი სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანტონიო აგუტოსთან და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ- ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან.

ამჟამად, გერმანიაში ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეითი ბრიგადების ქვედანაყოფები გადიან. ბად-ზალცუნგენში მდებარე ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ემზადება.

დაბა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე კი, სამშვიდობო მისიისთვის შემაჯამებელ სწავლებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი გადის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51