თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კოლხიდა 2017“-ის მიმდინარეობას გაეცნენ

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2017 - 12:14

კრიზისის რეაგირებაზე ორიენტირებული სამეთაურო-საშტაბო უწყებათაშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე სწავლების მიმდინარეობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სტრატეგიულ დონეზე გაშლილ მართვის ცენტრში უშუალოდ გაეცნენ.

კრიზისების მართვის სიტუაციურ ოთახში საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. მათ კრიზისებზე რეაგირებისა და მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზების საკითხები თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს. ტრენინგი მიზნად ბუნებრივ და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავს.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი, კარგად ორგანიზებული უწყებათშორისი სწავლებაა. ამ სწავლების და დღევანდელი შეხვედრის მიზანს ძირითად უწყებებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან კრიზისული სიტუაციის მართვაში, კოორდინაცია წარმოადგენს. მიმდინარეობს იმ საჭირო პროცედურების დახვეწა, რომელიც ასეთი ვითარებებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ.

ქართულ-ამერიკული სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კრიზისის ლოკალიზების მიზნით გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტარტეგიულ და ოპერატიულ დონეზე. „კოლხიდა 2017“ 10 თებერვალს დასრულდება.

სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს ორგანიზებას, ხოლო უშუალო მხარდაჭერას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი უზრუნველყოფს. სწავლებაში სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41