მაია ბითაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ხუთშაბათი, 09 თებერვალი, 2017 - 11:04

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, კერძოდ, საკანონმდებლო ბაზის, საინვესტიციო კლიმატისა და გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.

მაია ბითაძის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში გატარდეს რეფორმები, რომლებიც სამთო-მოპოვებით სექტორს გახდის ინვესტორებისათვის ეკონომიკურად მომხიბვლელს და ამავდროულად ეკოლოგიურად უსაფრთხოს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დაწყებული რეფორმის პროცესში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამ სფეროში გამოყენებული იქნას საერთშორისო გარემოსდაცვითი პრინციპების შესაბამისი საუკეთესო საერთშორისო პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

მხარეებმა, საქართველოში სამთო-მოპოვებით სექტორში საერთშორისო სტანდარტების დამკვიდრების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46