პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეასუსტებს - ირაკლი კობახიძე

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 21:47

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეასუსტებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით, პარლამენტმა ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

„ეს არის უპრეცენდენტო რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოში. გასული ოთხი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სფეროში გვაქვს რადიკალური პოზიტიური ცვლილებები და ეს მესამე ტალღა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება არცერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. ეს არის ძალიან მყარი პოზიცია, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, გაიზიარებს თუ არა პარლამენტი შენიშვნების ნაწილს მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, უმრავლესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა.

„იყო გარკვეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება მსჯელობა, თუმცა, მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის შენიშვნებს ან სრულად იზიარებ, ან არ იზიარებ. ეს არის მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, აქედან გამომდინარე, კენჭი ვუყარეთ პირველ რედაქციას და კანონპროექტების პაკეტი პირვანდელი სახით მივიღეთ“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და რეფორმები ამის საფუძველზე გაგრძელდება.

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროპული სტანდარტების სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. თქვენ გახსოვთ, რამდენად მძიმე იყო ჩვენი სასტარტო პოზიცია 2012 წელს, პრაქტიკულად, მთლიანად იყო დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის სერვერიც კი იუსტიციის სამინისტროს შენობაში იდგა. საქართველოში სასამართლო სისტემა,პრაქტიკულად, არ არსებობდა. ნულოვანი კი არა, ასე ვთქვათ, მინუსის ნიშნულიდან ავიღეთ ჩვენ სასტარტო პოზიცია. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს ჩვენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომლებზეც ხელისუფლებას ოპონენტები უთითებენ და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ ისეთი საქმეებზე საუბრობენ, რომლებთან დაკავშირებითაც მათი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

„ეს არის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საქმე და ჩვენ ვნახეთ უგულავას მაგალითზე, რომ მან თავად აღიარა თავისი დანაშაული და თავად აღიარა, რომ ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი, და მეორე, ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ დე ფაქტო მესაკუთრე ტელევიზიის არის, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ეს არის მოცემულობა, არცერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რეალურად, არ გამოითქმება არსებითი ხასიათის შენიშვნები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე სასამართლო სისტემა დაშინებისა და რეკეტის ინსტრუმენტი იყო და ეს პრაქტიკა,„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღიკვეთა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების ფუნდამენტური მიღწევაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეფორმები გატარდება.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და თანმდევ კანონპროექტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5