ირაკლი კობახიძემ ფოტო-ვიდეო რეპორტიორ სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 21:26

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამოფენილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ფოტონამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.

„კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა, თქვენი კოლეგის, სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა ადამიანმა დაგვტოვა. ეს არის დანაკლისი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ ვნახეთ ფოტოები, რომელიც ასახავს სოფოს მუშაობას საქართველოს პარლამენტში, ასახავს მის ნიჭიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტში მოეწყო ეს ღონისძიება და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სოფო ბობოხიძე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა, პარლამენტის შენობაში, მიმდინარე სასესიო კვირაში გაგრძელდება და დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებს, მის კოლეგებს და პარლამენტის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მისი თვალით დანახულ და მის ფოტოებზე ასახულ სამყაროს, ადამიანებს და ოპერატორის და ფოტოხელოვანის პროფესიის ხიბლს და სირთულეებს გაეცნონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57