დევნილთა სტატუსი არ იცვლება - ნინო გოგუაძე

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 19:01

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თინათინ ბოკუჩავას მიერ დევნილებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა გითხრათ, რომ დევნილთა სტატუსი არ იცვლება და არც შეიძლება შეიცვალოს, სანამ ჩვენი მოქალაქეები არ დაუბრუნდებიან საკუთრ საცხოვრებელ ადგილებს. თქვენ, ძალიან კარგად იცით, რომ არსებული სისტემა არ არის ამ ადამიანების საჭიროებებს მორგებული, ამიტომ ჩვენ კი არ ვაუქმებთ რაიმეს, არამედ, ძალიან მალე გვექნება, რეალური მხარდაჭერის სისტემა, რომელიც დევნილი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მორგებული. მე ვფიქრობ რომ, უხერხულია თქვენი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი რადგან, მიხეილ სააკაშვილის დროს პირდაპირ, ბრძანების საფუძველზე, აიკრძალა თბილისში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი. ამის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ მაშინდელი და ახლანდელი სიტუაცია. ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ხალხმა პირველად იგრძნო რეალური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. 13 500-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა უკვე გადაეცათ საკუთრებაში დევნილ მოსახლეობას და უახლოეს მომავალში ეს პროცესი კიდევ გაგარძელდება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6