ვიზალიბერალიზაცია არის ღია კარი ევროპაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ახალ შესაძლებლობებს - ნინო გოგუაძე

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 21:14

პარლამენტარი ნინო გოგუაძემ  საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თანამოქალაქეებს ვიზების ლიბერალიზაცია მიულოცა და ევროპაში უვიზო ნინოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"მინდა მოგილოცოთ თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ეს ნამდვილად უდიდესი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. მე დიდი იმედი მქონდა, რომ ამ წარმატებას თანაბრად გაიზიარებდნენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს არის ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების წარმატება. ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, სადაც სწორედ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მოწმენი გავხდით. ყველა შეხვედრაზე, რომელიც ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენს კოლეგებსა თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შედგა, აღიარეს, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საქართველოში მიმდინარე განვითარების დინამიკა არის ცალსახად მხარდაჭერილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ცალსახა დამსახურება. ეს არის ღია კარი ევროპაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ახალ შესაძლებლობებს, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე განათლების სისტემის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება მრავალმხრივი მნიშვნელობისაა და ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46