ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 16:58

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე. მხარეების განცხადებით, საქართველოს და შვედეთს სხვადასხვა მიმართულებებით აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა აქვთ, ასევე აქტიური და მჭიდროა საპარლამენტთაშორისო კავშირებიც.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2013 წელს საქართველოს პარლამენტსა და შვედეთის რიკსდაგს შორის, თანამშრომლობის პროექტი განხორციელდა, რომელიც მიზნად მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას ისახავდა.

მხარეებმა ანალოგიური პროექტის მომავალში განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს. ირაკლი კობახიძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში შეტანილი წვლილიც. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის მიერ, საშემოდგომო სესიის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს, სადაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საგარეო პრიორიტეტებში ერთსულოვანია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საგარეო პრიორიტეტებთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხარისხის გაძლიერება. შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შესახებაც.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კომისია გადაწყვეტილებებს ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, კონსენსუსის შედეგად მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციას დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მხარეებმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დადებით დასკვნაზეც ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყანას საბოლოო მიზანთან-ევროკავშირის წევრობასთან აახლოებს.

შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი