მამუკა ახვლედიანის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულებები იკვეთება - ნიკოლოზ მჟავანაძე

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 16:24

“უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ მთავარ პროკურატურაში მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების მოთხოვნით.

განცხადების შეტანამდე ნიკოლოზ მჟავანაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მედიისთვის შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა ოფიციალური დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან, ასაბუთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის (საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2012-2016) მიერ არადეკლარირებული ქონების არსებობას და მის სავარუდოდ კორუფციულ სქემაში მონაწილეობას. კერძოდ, როგორც სააჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა: მამუკა ახვლედიანის ოჯახის სახელზე მილიონებათ შეფასებული უძრავი ქონება ირიცხება. საუბარია თბილისში პოლიტკოვსკაიას #3-ში მდებარე 3079 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა- ნაგებობაზე. იქ განთავსებულია თბილისში ცნობილი სკოლა „ოლიმპი“. ქონება შპს „ოლიმპი თბილისი+“-ის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ  კომპანიის 66%-იანი წილი 2016 წლის 29 ნოემბერს მამუკა ახვლედიანმა შეიძინა, რაშიც 800 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 50 პროცენტიანი წილი მეუღლეს  – ქეთევან აბესაძეს, 16 პროცენტიანი წილი კი ქალიშვილს – ნინი ახვლედიანს გადაუფორმა. 34 პროცენტიანი წილის მესაკუთრეთ კი მამუკა ახვლედიანის სიძე, ნინი ახვლედიანის ქმარი – მანუჩარ გუგეშაშვილია მითითებული. ეს უკანასკნელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა გუგეშაშვილის ვაჟია. მას შემდეგ, რაც მამუკა ახვლედიანმა შეიძინა და საკუთარი ოჯახის წევრებზე გადაანაწილა შპს „ოლიმპი თბილისი“-ის წილები, კომპანიის ქონება „პროკრედიტ ბანკში“ დაგირავდა.  ნიშანდობლივია, რომ აქციების შესყიდვა მოხდა 29 ნოემბერს, საბანკო დაწესებულებიდან სესხის აღება  კი მოგვიანებით, თითქმის წლის ბოლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია როგორ შეძლო 800 ათასი დოლარის მობილიზება მამუკა ახვლედიანმა, რაც დაახლოებით მოსამართლის 50 წლის ხელფასს უდრის. უძრავი ქონების სპეციალისტების აზრით ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას 3079 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული გარემონტებული, ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის 66%-იანი წილი მრავალჯერ აღემატება მამუკა ახვლედიანის მიერ გადახდილ თანხას და მისი სავარაუდო ღირებულება დააახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. ის რომ მამუკა ახვლედიანი გარკვეულ კორუფციულ სქემებშია გახვეული, ეს ბოლო პერიოდში გავრცელლებული აუდიო ჩანაწერებიდანაც ირკვევა. კერძოდ 2016 წლის 2 ოქტომბერს რუსთავი 2 დირექტორი ნიკა გვარამიას მამუკა ახვლედიანზე ამბობს: "გადადგეს და წამოვიდეს და მივხედავთ. პროსტა უნდა ითქვას რაც ხდება, რა უნდა მაგის მიხედვას, სასამართლოს თავმჯდომარე რომ გადაგება და იტყვის რუსთავი2 -ის საქმეზე... მე მივხედავ, 6 მილიონიდან მაგას მივცემ რამეს, თუ ეგრე გაქვს საქმე მაინც და აზრი არ აქვს მანდ შენს ყოფნას, ეგრე ჯობია".

6 თებერვალს ნიკა გვარამისა და ზურაბ ადეიშვილს შორის გავრცელებულ აუდოჩანაწერშიც როცა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ქრთამის მიცემაზეა საუბარი ნიკა გვარამია ამბობს: ,,ახვლედიანმა მაგაზე მეტი ბევრი ფასის სამუშაო შეასრულაო’’ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სახელი საქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიც ფიგურირებს. მოვითხოვთ პროკურატურამ სამართლებრივი შეფასება მისცეს მამუკა ახვლედიანის ქმედებებს, მის სახელზე არსებული არადეკლარირებული ქონების არსებობას და ასევე სხვა ქმედებს რომელთან დაკავშირებითაც ასევე იკვეთება სხვადასხვა დანაშაულებები. პროკურატურის უსუსურობაა დღეს რომ ახვლედიანი თავისუფალია. მამუკა ახვლედიანი მერაბიშვილის და ახალაიას გვერდით უნდა იჯდეს და არა რუსთავი2-ის ეთერში", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45