„რუსთავი წყალი“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში 50 ახალ კადრს შეარჩევს და დაასაქმებს

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 17:19

კომპანია „რუსთავის წყალმა“, ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დასაქმების ფორუმი გამართა. რომლის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებებით ახალი კადრების მოზიდვა და შერჩევა. შედეგად კომპანია „რუსთავის წყალში“ 50 საუკეთესო კანდიდატი დასაქმდება. 

2017 წელს, კომპანია „რუსთავის წყალი“ განახლებას გეგმავს, რაც თავის მხრივ გასულ წელთან შედარებით, სამჯერ მეტი - 5 მლნ ლარის ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განახლებაა. შესაბამისად კომპანიისთვის აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.

დასაქმების ფორუმს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - პაატა ხიზანაშვილი - ქვემო ქართლის გუბერნატორი, გიორგი ბეგაძე - რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით მაღლაკელიძე - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „რუსთავის წყალი“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს, სტაჟირების პროგრამასაც სთავაზობს. საუკეთესო კანდიდატები კომპანიის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიასა და სერვის ცენტრში სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან.

ღონისძიებაზე, კომპანია ,,რუსთავის წყალსა“ და სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ,,რუსთავის წყალი“, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, „მოდუსის“ დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების და კურსდამთავრებულების გადამზადებას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5