გლდანისა და ნაძალადევის რაიონებს 9 თებერვლის დილის 8 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 15:13

8 თებერვალს, საღამოს 20:00 საათიდან, ხვალ, 9 თებერვლის, 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას.

ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის ნაწილს, სანზონის დასახლების ნაწილს, ცოტნე დადიანის, თიანეთის, ჩარგლის ქუჩების ნაწილს და გვაზაურის მე-2 გასავალს. ჟინვალის, ზიგზაგის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, მეუნარგიას, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით,  ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მიკრორაიონში, N154-ე სკოლის მიმდებარედ, კომპანია  ტექნიკურ-აღდგენითი ჯგუფები ურთულეს სამუშაოებს ასრულებენ. დაზიანება, თემქის მე-4 მიკრორაინში, 900 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალურ ქსელზეა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე მოძველებული ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია. ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 3 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. ფოლადის მაგისტრალური ქსელის მთლიანობის აღსადგენად ტექნიკური ჯგუფები ურთულეს შედუღებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს,

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46