ეთნიკურად ქართული მიწისთვის „ალანიას“ დარქმევა იქნება დანაშაული კაცობრიობის წინაშე - სოსო ვახტანგაშვილი

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 14:08

საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართულმა საზოგადოებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, ქართულ ტერიტორიაზე დაანონსებულ პლებისციტს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ეროვნული ფორუმის“ წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.

ვახტანგაშვილი იმ პლებისციტს ეხმაურება, რომელიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დააანონსა და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისთვის „ალანიას“ დარქმევას ითვალისწინებს. ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ იდეა წლების მანძილზე მოსკოვთან შეთანხმებით მზადდებოდა.

„ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებენ პლებისციტის ჩატარებას,რაც დაუშვებელია. ისტორიულად ეს არის ქართული მიწა, აქ ოსური ეთნოსის არანაირი კვალი არასდროს არ ყოფილა აღმოჩენილი. ამ საკითხზე კრემლში წლების მანძილზე მიდიოდა მსჯელობა, იყო იდეა „ორი ოსეთის“ გაერთიანებაზეც, თუმცა ეს იდეა კრემლშივე დაიბლოკა, ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ისტორიულ ქართულ მიწას ალანია დაერქვას და იარსებოს ორმა ალანიამ. ეთნიკურად ქართული მიწისთვის „ალანიას“ დარქმევა იქნება დანაშაული კაცობრიობის წინაშე. საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთონ რეზონანსული რეაგირება, სხვა შემაკავებელი ბერკეტი ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ არ გაგვაჩნია“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5