ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ის და რუსეთის "კეთილი ნების" თანხვედრის შემთხვევაში - ჯუმბერ კირვალიძე

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 12:02

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე არ გამორიცხავს, რომ მოხდეს აშშ-ის და რუსეთის "კეთილი ნების" თანხვედრა, რაც გამორიცხავს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას,

თუმცა, როგორც "ჯეონიუსთან" პოლიტოლოგი აცხადებს, ამ პროცესების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თუ ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს.

"საქართველოში, ვინც კი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქვეყნის გამთლიანება უპირველესია ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავლისთვის, აი, სწორედ ასეთი პიროვნებების გაერთიანებაა აუცილებელი, ჯერ ერთ საზოგადოებრივ და შემდგომ პოლიტიკურ მოძრაობაში! არსებობს რეალური საფრთხე, რომ ამ თვალსაზრისით დაგვიანდეს ყველაფერი, რადგან ყირიმის ანექსიის პრეცენდენტის შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა იგივე მოიმოქმედოს ჩვენი ორი ისტორიული მხარის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. დღეს, მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენები ისე ვითარდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება აშშ-ის და რუსეთის "კეთილი ნების" თანხვედრა! აქედან გამომდინარე, გამოირიცხება საქართველოს გაწევრიანება, როგორც ნატოში ისე ევრაზიულ კავშირში!.. ამიტომ, მთავარია საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად იყოს, თორემ არის საშიშროება, რომ ჩვენივე, ქართველმა ბედოვლათმა ურაპატრიოტებმა თუ ბრიყვმა კოლაბორაციონისტებმა (როგორც არაერთხელ მომხდარა!) საბოლოოდ "გააფუჭონ საქმე", ანუ, ან ტერიტორიების 20% დავკარგოთ, თანაც სახელმწიფო სუვერენიტეტი", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე "ჯეონიუსთან". 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41