ილია მეორე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ცოცხალი საქართველოში - არჩილ გამზარდია სპეცსამსახურებს პატრიარქის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

ოთხშაბათი, 08 თებერვალი, 2017 - 11:51

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სპეცსამსახურებს პატრიარქის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ილია მეორე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ცოცხალი საქართველოში.

"მოკლედ, ეს ხანები სულ მინდოდა დამეწერა და ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ დამეწერა, არა შიშის გამო, არამედ იმ შესაძლო შედეგების გამო, რაც სავარაუდოა მოჰყვეს ჩემს ნათქვამს. მაგრამ თქმა ხშირად პრევენციაა და ამის გამო გავაკეთებ. გნებავთ დაარქვით, რომ საიდანღაც ვიცი, ან დამესიზმრა ან ჩემი წარმოსახვაა, ან ლოგიკის შედეგი, მაგრამ... ძალიან სერიოზული რისკის ქვეშაა ჩვენი პატრიარქი. ჯერ იყო და თბილისში რამდენიმე კვირის წინ აპირებდნენ მისთვის ოპერაციის გაკეთებას, რაც პრაქტიკულად განაჩენი იქნებოდა მისთვის, შესაძლოა ყოფილიყო კიდეც

საუბრები მაშინვე რომ ოპერაციას მიზანმიმართულად აჩქარებდნენ, რომ სასწრაფოდ განთავისუფლებულიყო პატრიარქის სტატუსი. მე მგონია, რომ ამ ამბავზე სერიოზული ჭიდილიც იყო. შესაძლოა, მსურველებმა ვერ გაიტანეს ეს. ახლა მგონია, რომ გაარიდეს და შეეცდებიან ევროპაში ჩაატარონ ეს ოპერაცია, რომლის შედეგიც ცალსახად ლეტალური უნდა იყოს.

რატომ? რისთვის? ამის პასუხი არავის გაუჭირდება. შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ჩემი არასწორი წარმოსახვაა, რასაც ვწერ, უწყებებს ვერავის მივმართავ, რადგან არც იმედი მაქვს (გამოცდილებამ მიჩვენა) და აზრიც არ აქვს. ამიტომ, ნურაფერს მკითხავთ, ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე, სადაც პატრიარქის მოკვლა უნდოდათ, რაც ადვილად გასაღდებოდა ბუნებრივად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ჩავთვალოთ, რომ სიზმარში გავიგე, როგორ უპირებდნენ პატრიარქს ოპერაციის ჩატარებას საქართველოში, როგორ გაუმზადეს მას მაგიდაც კი საოპერაციო, როგორ მზადდებოდა მისი ლიკვიდაცია. ახლა კი ამას ქვეყნის გარეთ ცდილობენ. ჩათვალეთ, რომ მეჩვენება, მთავარია ვთქვათ და გამოვთქვათ, რომ ძალიან ფრთხილად მიუდგეს სპეცსამსახურებიც, სინოდის დაინტერესებული წევრებიც იმას, რასაც პატრიარქის უსაფრთხოება ჰქვია. ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ცოცხალი საქართველოში", - წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5