საჯარო რეესტრი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის მეორე ეტაპს იწყებს

სამშაბათი, 07 თებერვალი, 2017 - 18:07

 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს. შესაბამის მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და კომპანია „ BitFury “-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა მოაწერეს.

BitFury Group-თან თანაშრომლობა საჯარო რეესტრმა 2016 წლიდან დაიწყო. საჯარო რეესტრმა კომპანია „BitFury“-ის სპეციალისტებთან ერთად უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტი შეიმუშავა. განხორციელდა პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო ტექნიკური და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები. თანამშრომლობის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.

2017 წლიდან, საჯარო რეესტრი BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს, რაც საცდელი პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას და სმარტ კონტრაქტების დანერგვას ითვალისწინებს.

“იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა. ვფიქრობთ, 21-ე საუკუნის ეს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოსაჩენად. საჯარო რეესტრი მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას. პროცესი არის ელექტრონული, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის ჩაურევლობას, რაც თავისთავად მის დაცულობას და ხელმისაწვდომობას მოიცავს. ტრანზაქცია რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება იქნება ელექტორნული წესით, რამდენიმე ადგილას დაცული“ -აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

უძრავი ქონებისა და ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის გლობალური სისტემით იქნება დაცული. საჯარო რეესტრი ბლოკჩეინში ოფიციალური ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ მონაცემებს გადააგზავნის, რითიც განხორციელებული ტრანზაქციის ნამდვილობას და უტყუარობას დაადასტურებს. ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ დაინტრესებული პირისთვის იქნება შესაძლებელი.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერ შეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას გამოიყენებს. BitFury Group-ის დაინტერესება და პარტნიორობის სურვილი საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ, ასევე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში (Doing Business) საქართველოს წამყვანმა პოზიციამ განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4