როდესაც მთავრობის N1 საზრუნავი გახდება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განდგურება, ასეთი მთავრობები ძალიან ცუდად ამთავრებენ თავის მოღვაწეობას - ზაზა ხატიაშვილი

სამშაბათი, 07 თებერვალი, 2017 - 17:19

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

"პირდაპირ გაოგნებული ვარ ხელისუფლების ისტერიით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ქვეყანაში N1 სამიზნე არის არა ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირება, არამედ ნებისმიერ ფასად, უბინძურესი მეთოდების გამოყენებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის განადგურება და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რომელიც უნდა შესაბამისობაში მოვიდეს საბჭოთა საქართველოს დროინდელ მოამბესთან, რაც ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დასამარებაა.

სასამართლოს ორივე ინსტანციაში პირადად ვესწრებოდი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესებს, მაინტერესებდა სადამდე წავიდოდა ხელისუფლების უკანონობის კასკადი. ერთხელ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი სასამართლოს არაობიექტურობით, რომ პროტესტის ნიშნად დავტოვე სასამართლო პროცესი. ვფიქრობდი, რის ფასად კადრულობენ მოსამართლეები ასეთ უსამართლობას? საქართველოს უახლეს ისტორიაში ისინი ხომ შედიან როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მტრები და უკანონობების დამკანონებლები? სააპელაციო სასამართლოში რუსთავის 2-ის სასამართლო პროცესის რეკორდულ ვადაში დამთავრებამ, როდესაც მოსამართლეებს უხდებოდათ დღეში სამი-ოთხი სასამართლო სხდომის გადადება, რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი რომ დაემთავრებინათ. ჩემთვის სააბოლოდ ნათელი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ძღვენს ელოდებოდა მოქმედი ხელისუფლება და არაფორმალური მმართველი შუშის სასახლიდან.

რუსთავის 2-ის სასამართლო პროცესიის სარეკორდო დროში დამთავრებას მალევე მოჰყვა შედეგი. რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომის განმხილველი მოსამართლე, სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე ქალბატონი ნატა ნაზღაიძე, იუსტიციის საბჭომ მოსამართლედ დანიშნა სამუდამო ვადით, ისმის კითხვა მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს, რომ მიეღო სხვა გადაწყვეტილება და რუსთავის 2- ის საქმეზე მიეღო ხელისუფლებისთვის არამისაღები გადაწყვეტილება, მას ვინმე აღირსებდა სამუდამო მოსამართლის სტატუსს? ჩემი აზრით არა.

კვირას, გადაცემა ,,პოსტ სკრიპტუმში“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია ქ.თბილისის მერიის მხრიდან სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგების თაობაზე, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრთან - მის ძმასთან, რომელსაც რა თქმა უნდა არავინ გამოიძიებს.

როდესაც, საქართველოს მოსახლეობა ელოდება სამართლიანობის აღდგენას, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, მოულოდნელად, რუსთავის 2-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა სახელმწიფოს დახარებით იღებს დაახლოებით მილიონიან ქონებას, რაც სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არის კავშირში რუსთავი 2-ის საქმესთან.

ქვეყანა დღითიდღე ჭაობში მიექანება, იზრდება სოციალური აფეთქების საშიშროება, ხელისუფლება სულ უფრო და უფრო სცილდება ხალხს. მაღალჩინოსნების პრემიებმა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყნის ეკონომიკა და ხელისუფლებისთვის ამ დროს N1 საზრუნავად რჩება ტელკომპანია რუსთავი 2 ის განადგურება.

ხელისუფლების პირველი პირების გამოსვლებში იგრძნობა პირდაპირი აგრესია ტელეკომპანა რუსთავი 2-თან მიმართებაში, არაფორმალური მმართველი ივანიშვილი თავის გამოსვლებში ვერ მალავდა ზიზღს და ტელეკომპანია და რუსთავი 2-ს მოიხსენიებდა „სიცრუის ტელევიზიად“ რაც კიდევ უფრო მიჩენს ეჭვს, რომ ნებისმიერ ფასად ტელკომპანია უნდა წაიღოს ხელისუფლებამ.

როდესაც სადამ ჰუსეინის ერაყში გაჩაღებული ომი მიდიოდა, არავის მოუვიდა აზრად ბიბისის და სიენენის დაბომბვა, საქართველოში არასაომარ ვითარებაში, ქვეყნისთვის ფინანსური კრიზისის პირობებში, როდესაც მთავრობის N-1 საზრუნავი გახდება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განდგურება, ასეთი მთავრობები ძალიან ცუდად ამთავრებენ თავის მოღვაწეობას", - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5