ამ ქვეყანაში სულ იყო და არის მოთხოვნა, რომ მოხდეს საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაცია - ია ანთაძე

სამშაბათი, 07 თებერვალი, 2017 - 12:32

 საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის ია ანთაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში სულ იყო და არის მოთხოვნა, რომ მოხდეს საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაცია; მათ შორის რიგითი თანამშომლების შემცირებაც.

"ამ ქვეყანაში სულ იყო და არის მოთხოვნა, რომ მოხდეს საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაცია და სწორედ ის, რომ სადაც ბიუჯეტი არის გაბერილი, უნდა შემცირდეს. არის მოთხოვნა, რომ მაგალითად, სამინისტროებმა გაუშვან თანამშრომლები. სულ არის საუბარი იმაზე რომ თვითონ სამინისტროებიც უნდა შემცირდეს, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ტვირთი გვაქვს ბიუჯეტისთვის აკიდებული. მოთხოვნაა მათ შორის რიგითი თანამშრომლების შემცირებაზეც რომლებიც არიან ბიუჯეტის კისერზე. ბევრჯერ მსმენია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ძალიან ბევრი თანამშრომელია, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება მიუხედავად იმისა რეიტინგი ეცემა და არ არის არანაირ კორელაციაში თანამშრომელთა რაოდენობა და ნდობა საზოგადოებრივის მიმართ და ხარისხი იმ გადაცემებისა რომლებიც აქ მზადდება" -  აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ გუშინ მეორე არხის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4